2009 წლის 1 მაისს, 15 საათზე, თსუ რუსეთის ისტორიისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შემსწავლელი ცენტრის ინიციატივით ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე "დღევანდელი რუსეთის საგარეო პოლიტიკა და საქართველო". ლექციას წაიკითხავს არასამთავრობო ორგანიზაციის „რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი“ ხელმძღვანელი  ნიკა ვაშაკიძე. სამუშაო ენა – ქართული. დასწრება თავისუფალია. ლექცია ჩატარდება: თსუ II კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N3, 47-ე აუდიტორია. 

 
 

2009 წლის 24 თებერვალს, საბჭოთა არმიის მიერ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ოკუპაციის ფაქტთან დაკავშირებით, ცენტრის პროფესორები და სამეცნიერო წრის წევრები ატარებენ ლექცია-სემინარს  საგარეჯოს №2 საჯარო სკოლაში. 

 
 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რუსეთის ისტორიისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შემსწავლელი ცენტრი 2009 წლის 15 მაისს ატარებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე ”რუსეთ - საქართველოს ურთიერთობა: ისტორია, შედეგები, გაკვეთილები”.  მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მასალები 15-წუთიანი მოხსენებისათვის.

   
   
   
   
   
   
   
   
   

 

 

 

 

 

 

 

   
საავტორო უფლებები დაცულია © ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2008 წელი
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი